ჩემპიონთა ლიგა "ბარსელონამ" მოიგო

ლონდონის "უემბლის" სტადიონზე გამართულ ფინალურ მატჩში ესპანეთის "ბარსელონამ" ანგარიშით 3:1 სძლია ინგლისის "მანჩესტერ იუნაიტედს" და თავის ისტორიაში მეოთხედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ესპანელთაგან გოლები გაიტანეს პედრო როდრიგესმა, ლიონელ მესიმ და დავიდ ვიიამ. ინგლისელთაგან ერთადერთი გოლი უეინ რუნის ანგარიშზეა.