ალექსანდრე ანქვაბი უდროოდ მიიჩნევს საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარს

ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარს ჯერჯერობით უდროოდ მიიჩნევს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. რუსული გაზეთის ”იზვესტიის” მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ანქვაბი აღნიშნავს, რომ ამჟამად აფხაზეთში სერგეი ბაგაფშის გარდაცვალებას გლოვობენ, თუმცა, ვითარება სრულიად მშვიდია და ახალი არჩევნები სამი თვის შემდეგ გაიმართება. ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, არანაირი კატაკლიზმები მოსალოდნელი არ არის და ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისად მოხდება.