საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან შესახვედრად ემზადება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას ჩაატარებს ხორვატიის ნაკრებთან. თამაში ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებები რიგით მეორე შეხვედრას მართავენ. პირველ შეხვედრაში ქართველებმა ხორვატები თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.