რუსეთში სასიხარულო ფაქტი უწოდეს ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასიხარულო ფაქტი და ახალგაზრდა აფხაზური დიპლომატიის ერთგვარი წარმატება უწოდა ვანუატუს რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ამასთან, მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით სამინისტროში მხოლოდ შესაბამისი ინფორმაცია აქვთ ნანახი და ვრცელი კომენტარი დეტალების დაზუსტებას მოჰყვება. წყნარ ოკეანეში მდებარე ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ 31 მაისს განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ.