ერაყის ქალაქ თიქრითში 17 ადამიანი დაიღუპა მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად

ერაყის ქალაქ თიქრითში, მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 17 და დაიჭრა 50-მდე ადამიანი. აფეთქება პარასკევის ლოცვის დასრულებას მოჰყვა. დაჭრილთა შორის არიან ერაყის უშიშროების სამსახურის მაღალი თანამდებობის თანამშრომელი, ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი და სალაჰ-ედ-დინის პროვინციის რეგიონული საბჭოს ორი წარმომადგენელი. მეჩეთს, რომელთანაც აფეთქება მოხდა, ხშირად სტუმრობენ ადგილობრივი სახელმწიფო მოხელეები.