საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ხორვატიის გუნდთან დამარცხდა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2012 წლის მორიგ შესარჩევ მატჩში, ხორვატიის ქალაქ სპლიტში, დამარცხდა მასპინძელი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან - 1:2. ამ მარცხის შედეგად საქართველოს ფეხბურთელებმა პრაქტიკულად დაკარგეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მონაწილეობის შანსი.