ერაყმა ნავთობგაზის დარგში მსხვილ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი თურქეთთან, ქუვეითთან და სამხრეთ კორეასთან. საქმე ეხება უცხოური კომპანიების მონაწილეობას ერაყის გაზის ორი საბადოს ათვისებაში. ერთია მანსურია ქვეყნის აღმოსავლეთში და მეორე - სიბა, რომელიც სამხრეთ ერაყში მდებარეობს. ერაყს მოეპოვება ნავთობის მსხვილი მარაგიც. ამ მხრივ ის მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. მაგრამ ენერგომატარებლების მოპოვებას ართულებს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, სამხედრო კონფლიქტით არის გამოწვეული.