ტრიპოლიში ძლიერი აფეთქებები მოხდა

ლიბიიდან გავრცელებული ინფორმაციით, ტრიპოლის ცენტრი დღეს ძლიერმა აფეთქებებმა შეარყია. როგორც უცხოელი კორესპონდენტები იუწყებიან, აფეთქებები, როგორც ჩანს, მუამარ კადაფის რეზიდენციასთან მოხდა. ლიბიის დედაქალაქში ბოლო დღეებში გახშირდა ნატოს საჰაერო იერიშები და ბომბები რამდენჯერმე ჩავარდა ტერიტორიაზე, სადაც კადაფის რეზიდენცია მდებარეობს.