აზერბაიჯანში აიღეს ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის ძეგლი. სამი პირამიდის ფონზე, სავარძელში მჯდომი მუბარაქის გამოსახულების ნაცვლად სამშაბათს ძველეგვიპტური ქანდაკება აღმართეს. მონუმენტი აღმართულია ბაქოს მახლობლად, ქალაქ ხირდალანში მდებარე პარკში, რომლის სახელწოდებაც - „აზერბაიჯანისა და ეგვიპტის მეგობრობის პარკი“ არ შეუცვლიათ. მუბარაქის ძეგლი იქ 2007 წელს დაიდგა. აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები და ახალგაზრდა აქტივისტები მოითხოვდნენ, აეღოთ ძეგლი, რომელსაც თებერვალში მუბარაქის მმართველობის დამხობის შემდეგ პოლიცია იცავდა.