გერმანიაში უკვე 29 ადამიანი გარდაიცვალა ნაწლავური ინფექციით

გერმანიაში ნაწლავური ინფექციით უკვე 29 ადამიანია დაღუპული - გუშინ სამი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის გერმანიასა და ევროპის კიდევ 12 ქვეყანაში ნაწლავურმა ინფექციამ 2 750-მდე ადამიანი იმსხვერპლა. გერმანელ ფერმერთა კავშირი ევროკავშირს მიმართავს, რომ 210 მილიონი ევრო, რომელიც მათ დასახმარებლად გამოიყო, საკმარისი არ არის იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მათ გავრცელებული ინფექციის შედეგად მიადგათ.