ავღანეთში აფეთქებამ 15 ადამიანი შეიწირა

ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში 15 ადამიანი დაიღუპა გზაზე ჩადებულ ბომბზე ავტობუსის აფეთქების შედეგად. დაღუპულებს შორის რვა ბავშვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილია ერთი ადამიანი.