საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დირექტორობის კანდიდატები დაასახელა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაასახელა დირექტორობის ორი კანდიდატი, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი კრისტინ ლაგარდი და მექსიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე აუგუსტინ კარსტენსი. ერთ-ერთი მათგანი სათავეში მოექცევა საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც აღმასრულებელი დირექტორის გარეშეა დარჩენილი დომინიკ სტროს-კანის გადადგომის შემდეგ. სტროს-კანი გასულ თვეში დააპატიმრეს ნიუ-იორკში, სასტუმროს მოსამსახურე ქალისადმი სექსუალური ძალადობის ბრალდებით. სტროს-კანი ბრალდებას უარყოფს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ 30 ივნისამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ახალი აღმასრულებელი დირექტორის ვინაობაზე.