აშშ-ის კონგრესმა სამხედრო ხარჯები დაამტკიცა

ვაშინგტონში ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი სამხედრო ხარჯების შესახებ. კანონმდებლებმა ობამას ადმინისტრაციის მოთხოვნილი ბიუჯეტი 9 მილიარდი დოლარით შეამცირა. გადაწყდა, რომ პაკისტანის დასახმარებლად გამოყოფილი თანხების 75 პროცენტი გაიყინება, ვიდრე ადმინისტრაცია კონგრესს ხარჯვის დეტალურ გეგმას არ წარუდგენს. ასევე, დაფუძნდება სპეციალური ორპარტიული ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს აშშ-ის როლს ავღანეთში.