ნატოს ძალებმა ტრიპოლიში ობიექტებზე იერიში განაახლეს

ნატოს ძალებმა ლიბიის დედაქალაქში დილაადრიან მიიტანეს იერიში მუამარ კადაფის კომპლექსთან ახლოს მდებარე ობიექტებზე. გავრცელებული ინფორმაციით, იერიში ტრიპოლის დროით, დილის 5 საათისთვის განხორციელდა, რის შემდეგაც გამოჩნდა კვამლი კადაფის კომპლექსის ახლოს მდებარე შენობების თავზე. უფრო დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.