ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ნიაღვარმა ყველაზე მეტად ახმეტისა და თელავის რაიონები დააზარალა. რამდენიმე სოფელში მოშლილია ინფრასტრუქტურა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 8000-მდე აბონენტი. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ალავერდის მონასტერი. ასევე, მარტყოფის მოსახლეობას წყალი საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა. განადგურებულია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი. ძლიერმა წვიმამ მცხეთის რაიონიც. სტიქიის შედეგად დაზიანებულია სოფელ არაშენდას, კოტორაანთკარის და კიდევ რამდენიმე სოფლის გზები. დაზიანდა მცხეთა-ძეგვი-გორის ავტომაგისტრალიც.