გაერო ალ-ყაიდის და თალიბანის სანქციებს აცალკევებს

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა თალიბანის და ალ-ყაიდის ერთმანეთისგან გაცალკევებას. ამ დრომდე გაეროს მიერ დაწესებული სანქციები თალიბანს და ალ-ყაიდას ერთად იღებდა მიზანში. ერთი რეზოლუციით თალიბანის შავი სია შემუშავდა, მეორით - ალ-ყაიდის. შავ სიებში შეყვანილია პირები, რომლებსაც მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ეხება. გაეროში აშშ-ის ელჩმა, სიუზან რაისმა განაცხადა, უშიშროების საბჭომ „მნიშვნელოვანი ნაბიჯები“ გადადგა ალ-ყაიდისა და თალიბანისგან მომდინარე, ერთმანეთისგან გამორჩეულ საფრთხეებზე საპასუხოდო. ანალიტიკოსების აზრით, ამ ნაბიჯის მიზანია მხარდაჭერა აღმოეჩინოს ავღანეთის მთავრობის მცდელობებს შერიგების მისაღწევად და უფრო ეფექტიანი გახდეს გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.