სირიის პრეზიდენტი დღეს ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი დღეს მოსახლეობას მიმართავს. სირიის ელჩმა ვაშინგტონში განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლება ერთმანეთისგან აცალკევებს საპროტესტო აქციების მონაწილეთა ლეგიტიმურ მოთხოვნებსა და შეიარღებულ დაჯგუფებებს. ელჩის თქმით, ეს მიდგომა პრეზიდენტის სიტყვაშიც აისახება.