ირანმა გაათავისუფლა ადამიანის უფლებათა დამცველი მოძრაობის აქტივისტი

ირანმა საპატიმროდან გაათავისუფლა ადამიანის უფლებათა დამცველი, ემადედინ ბაღი მას მერე, რაც მან ერთ წელი გაატარა ციხეში. ბაღი „რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის“ გაასამართლეს, მას მისჯილი აქვს ხუთი წლით პოლიტიკური მოქმედების აკრძალვაც. განთავისუფლების შესახებ მისმა ადვოკატმა, სალეჰ ნიქახთმა გამოაცხადა. 49 წლის ბაღი ჟურნალისტი და პოლიტიკური პატიმრების უფლებათა დამცველია.