გიორგი ბარამიძე: ხორცის გაძვირება ევროკავშირის მოთხოვნებმა გამოიწვია

ხორცზე ფასების ზრდა იმ ზომებმა გამოიწვია, რომლებსაც საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის ექსპერტები ითხოვდნენ, - ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა. კონფერენციაზე - "თანამშრომლობა ევროპული მომავლისათვის" - გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა მოუწოდა ევროკავშირის ექსპერტებს, უფრო ყურადღებით მოეკიდონ მსგავსს საკითხებს.