რუსების მიერ დაკავებული ათი ქართველი გაათავისუფლეს

Your browser doesn’t support HTML5

ოთხშაბათს, საღამოს, ერგნეთში, ოსურმა მხარემ საქართველოს პოლიციას გადასცა ონის რაიონის სოფელ ღარის ათი მცხოვრები. დაკავებულთა გადაცემას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციისა და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლები. დაკავებულებმა ოთხი დღე დაჰყვეს ცხინვალის იზოლატორში.