2011 წელს აშშ ავღანეთიდან 10 ათას სამხედროს გაიყვანს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა

ამერიკა წლის ბოლომდე ავღანეთიდან 10 000-ს სამხედროს გამოიყვანს, მომავალ წელს კი - დამატებით 23 000-ს. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან თანმიმდევრობით და სტაბილურად გამოვლენ და 2014 წელს ქვეყანაში სრული კონტროლი გადაეცემა ავღანეთის ხელისუფლებას. ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში ნაციონალურ შერიგებასთან დაკავშირებულ ყველა ინიციატივაში. ამჟამად ავღანეთში 100 000 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული.