წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ”ქართული პარტიის” აქტივისტებს

”ქართული პარტიის” აქტივისტებს, რომლებსაც შსს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში ადანაშაულებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თავად ”ქართული პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ მასალებს აბსურდი და ფალსიფიკაცია უწოდა.