ქალმა თვითმკვლელმა პაკისტანში 10 პოლიციელი იმსხვერპლა

პაკისტანის თალიბანი აცხადებს, რომ მათმა მოიერიშეებმა განახორციელეს შაბათის შეტევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთი პოლიციის ქვედანაყოფზე. თავდამსხმელებს შორის იმყოფებოდა სულ მცირე ერთ ქალი თვითმკვლელიც, რომელიც ბურყაში იყო შენიღბული. იერიში განხორციელდა ხიბერ პაკტუნყვას პროვინციის ქალაქ დერა ისმაილ ხანის ერთ-ერთ პოლიციის ოფისზე. თავდასხმისას პოლიციის 10 ოფიცერი დაიღუპა. პაკისტანის თალიბანის წარმომადგენლის აჰსანულა ასანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ თავდამსხმელებს შორის პირველად მონაწილეობდა თვითმკვლელი, პაკისტანის ხელისუფლებით ქალების იმედგაცრუებაზე მიუთითებს.