რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაიწყო რეგისტრაციის პროცესი იმ საინიციატივო ჯგუფების და პარტიებისა, რომლებსაც პრეზიდენტობის კანდიდატების დასახელება სურთ. ინიციატორთა რეგისტრაცია 17 ივლისს, მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების კი, 27 ივლისს დასრულდება. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება.