რუსეთმა ბელორუსიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა ბელორუსიას შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება, მას შემდეგ, რაც მინსკმა ვერ შესძლო დავალიანების გადახდა, მზარდი ეკონომიკური კრიზისის გამო. რუსეთის ელექტროენერგიის კომპანია RAO UES-მა ბელორუსიას სამშაბათს შუაღამისას შეუწყვიტა მომარაგება და განაცხადა, რომ მიწოდება დავალიანების გადახდიდან 24 საათში აღდგება. უთანხმოება, როგორც იუწყებიან, 600 მილიონამდე რუბლს - ანუ დაახლოებით 21.3 მილიონ დოლარს - ეხება, რომელიც ბელორუსიას 20 ივნისამდე უნდა დაეფარა. ბელორუსიამ განაცხადა, რომ ვალს გადაიხდის - თუმცა ვადები არ დაუკონკრეტებია. ამჟამად ქვეყანა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა.