აშშ და ესპანეთი არ აპირებენ კადაფის მუქარის გამო უკან დახევას

შეერთებული შტატებისა და ესპანეთის განცხადებით, ისინი ხელს არ აიღებენ სამხედრო ოპერაციაზე ლიბიაში სამოქალაქო პირების დასაცავად, მიუხედავად მუამარ კადაფის მუქარისა, რომ თავდასხმებს მოაწყობს ევროპაზე. როგორც დღეს, მადრიდში თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, მუქარის ნაცვლად, კადაფიმ, უწინარეს ყოვლისა, საკუთარი ხალხის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს და გადადგეს. ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ტრინიდად ხიმენესის განცხადებით, უნდა გაგრძელდეს ზეწოლა კადაფის რეჟიმზე, სანამ მისი ჯარები საფრთხეს უქმნიან ლიბიელ სამოქალაქო პირებს. კადაფი პარასკევს დაიმუქრა ევროპაზე თავდასხმებით, თუ ნატო არ შეწყვეტს საჰაერო ოპერაციებს ლიბიაში.