უგო ჩავესი ვენესუელაში დაბრუნდა

ვენესუელის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ პრეზიდენტი უგო ჩავესი კუბიდან დაბრუნდა სამშობლოში. მან კუბაში კიბოს მკურნალობა ჩაიტარა. ჩავესი ვენესუელაში დაბრუნდა ერთი დღით ადრე, სანამ ეს ქვეყანა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 200 წლისთავს აღნიშნავდეს.