ეგვიპტეში არქეოლოგებმა უძველესი ნახატი აღმოაჩინეს

ეგვიპტეში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვაზე ამოკვეთილი გამოსახულება, რომელიც, მეცნიერების აზრით, 5 200 წლის წინ არის შესრულებული. არქეოლოგების აზრით ნახატზე გამოსახულია ეგვიპტის პირველი დინასტიების დროს ჩატარებული ზეიმი. სწორედ ამ დროს დაიწყო ეგვიპტის ანტიკური კულტურის ჩამოყალიბება.