სირიის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ჰამას

სირიელი აქტივისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, მთავრობის ტანკებმა და ჯარისკაცებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ჰამას, სადაც ბოლოხანს გამწვავდა დაპირისპირება მთავრობის ოპონენტებსა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულ ჯარებს შორის. რამდენიმე დღის წინ ჰამაში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით. აქტივისტებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ სირიელმა სამხედროებმა ჰამაში ასობით ადამიანი დააპატიმრეს და რომ მოკლულია სამი ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბიჭი. უფლებადამცველების მონაცემებბით, 1300-მდე სამოქალაქო პირია დაღუპული ბოლო სამი თვის საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების შედეგად.