ლიბია უარყოფს რუსულ ვერსიას კადაფის თაობაზე

ლიბიის ხელისუფლება უარყოფს რუსეთის მედიის ინფორმაციებს, თიქთოს მოამარ კადაფის განზრახული ჰქონდეს ხელისუფლების გადაბარება და საზღვარგარეთ გახიზვნა. როგორც ლიბიის ხელისუფლების ოფიცილური წარმომადგნელმა მუსა იბრაჰიმმა უთხრა როიტერს, რუსულ გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაცია „უბრალოდ არაზუსტია.“ კადაფი ისტორიული სიმბოლოა და ლიბიელები თავს დადებენ მის დასაცავად, - განაცხადა იბრაჰიმმა. ამასთანავე, კადაფის მომხრე ძალებმა 5 ივლისს მძლავრად დაბომბეს მეამბოხეთა ერთ-ერთი საყრდენი ქალაქი მისრათა. გავრცელებული ინფორმაციით 11 მეამბოხე დაიღუპა და 40-ზე მეტი კი დაიჭრა.