მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს, სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში, დღეს ამ ქვეყნის დროშა აღიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ ათასობით სამხრეთ სუდანელი მოქალაქე, ასევე უცხოელი სტუმრები. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობენ სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი. სუდანის შემდეგ, დღეს ახალი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღიარა აშშ-მაც, რომელსაც მიჰყვნენ კანადა, ეგვიპტე,თუქრეთი და რუსეთი. სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობა მოჰყვა ჩრდილოეთ სუდანთან მრავალწლიან კონფლიქტს, რომელსაც 1,5 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამხრეთი სუდანი გახდა მსოფლიოში 193-ე სახელმწიფო, რომელსაც გაერო აღიარებს. გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ მოჰყვა 2005 წლის შეთანხმების შედეგად წელ,ს იანვარში ჩატარებულ რეფერენდუმს.