“ბულგარიის” 111 მგზავრის ბედი უცნობია

მყვინთავებმა აგრძელებენ ჩაძირული თბომავალ ”ბულგარიის” გამოკვლევას. უკანასკნელი მონაცემებით გემზე 199 ადამიანი იმყოფებოდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით გადარჩენილია 56 მგზავრი და ეკიპაჟის 23 წევრი. იპოვეს 9 ცხედარი. 111 ადამიანის ბედი უცნობია. თბომავალი ”ბულგარია” კვირას რუსეთში, მდინარე ვოლგაზე, თათრეთის კამა-უსტინსკის რაიონში ჩაიძირა. 1955 წელს აგებული გემს კაპიტალური რეკონსტრუქცია არ გაუვლია.