ჰილარი კლინტონი - ასადი ”შეუცვლელი არ არის”

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ლეგიტიმაცია დაკარგა და ის ”შეუცვლელი არ არის”. კლინტონმა აგრეთვე დაგმო ასადის მომხრეების მიერ დამასკოში აშშ-ისა და საფრანგეთის საელჩოებზე 11 ივლისს განხორციელებული თავდასხმა. ასადის მომხრეთა პროტესტი გასულ კვირაში აშშ-ისა და საფრანგეთის ელჩების ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ქალაქ ჰამაში ჩასვლამ გამოიწვია. ადამიანის უფლებადამცველების თანახმად, სირიაში ამბოხების დაწყებიდან დღემდე 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.