თურქეთში შეტაკებებმა 20 ადამიანი შეიწირა

გავრცელებული ცნობებით, 13 ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქურთებთან შეტაკების შედეგად. სამხედრო პირების ცნობით, შეიარაღებული დაპირისპირებაში, რომელიც ქალაქ სილვანთან მოხდა, შვიდი ექსტრემისტი მოკლეს. საქმე ეხება ყველაზე სისხლისმღვრელ დაპირისპირებას მას შემდეგ, რაც ქურთისტანის მუშათა პარტიამ თებერვალში ზავი გამოაცხადა. ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრი მეამბოხეები 1984 წლიდან იბრძვიან ავტონომიის მოსაპოვებლად.