ობამა დალაი ლამას შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტიბეტის სულიერ ლიდერს დალაი ლამას შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ობამამ მხარდაჭერა აღუთქვა დალაი ლამას ტიბეტის რელიგიური და კულტურული თვითმყოფადობისა და ტიბეტელთა უფლებების დაცვის საქმეში. ობამას თქმით, მხარეთა შორის არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად აუცილებელია დილოგის დაწყება დალაი ლამას წარმომადგენლებსა და ჩინეთის ხელისუფლებას შორის. ადრე პეკინმა მოუწოდა ვაშინგტონს გადაედო დალაი ლამასთან შეხვედრა, რაც, ჩინეთის თქმით, ზიანს მიაყენებს ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობებს. ჩინეთი დალაი ლამას სეპარატიზმში ადანაშაულებს.