თალიბანი ლიდერის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

თალიბანის წარმომადგენელი ზაბიულა მუჯაჰიდი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მოძრაობის ლიდერ მულა ომარის სიკვდილის შესახებ. მუჯაჰიდი აცხადებს, რომ თალიბანის წევრთა სატელეფონო კომუნიკაცია მეთვალყურეობის ქვეშ არის და ამის გამო გავრცელდა მცდარი გზავნილები. ზაბიულა მუჯაჰიდი "ამერიკის დაზვერვას" მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და შურისძიებით ემუქრება.