ბელორუსიაში დემონსტრანტები დააკავეს

ბელორუსიიდან გავრცელებული ინფორსაციით, უშიშროების ძალებმა ათობით დემონსტრანტი დააკავეს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე. საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ პრესის ცნობით, 200-მდე კაცი მონაწილეობდა ე.წ. უსიტყვო აქციაში, რომელიც ბოლო ცხრა კვირაა, ოთხშაბათობით იმართება ხოლმე, მათი ოფიციალურად აკრძალვის მიუხედავად.