"ზესტაფონის" შემდეგი მეტოქე გრაცის "შტურმია"

საქართველოს ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ევროპის ჩემპიონთა ლიგის მესამე შესარჩევ წრეში დაუპირისპირდება ავსტრიის ქალაქ გრაცის "შტურმს". "ზესტაფონმა" 20 ივლისს სტუმრად გამართულ მატჩში, კიშინიოვის „დაჩიასთან“ დამარცხების მიუხედავად (0:2), მოიპოვა მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება, რადგან ერთი კვირის წინ, საკუთარ მინდორზე, „დაჩია“ უფრო დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. თავის მხრივ, გრაცის "შტურმმა" ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევ წრეში აჯობა უნგრეთის ქალაქ სეკეშფეჰერვარის "ვიდეოტონს".