საპროცესო შეთანხმება შეიძლება გიორგი აბდალაძესთანაც გაფორმდეს

ზურაბ ქურციკიძის შემდეგ საპროცესო შეთანხმება შეიძლება გიორგი აბდალაძესთანაც მოხდეს. ამის შესახებ, „პრაიმ-ნიუსს“ თანახამად, გლდანის საპატიმროში ყოფნის შემდეგ აბდალაძის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს გიორგი აბდალაძე გამოძიებამ განმეორებით დაკითხა და დააზუსტა ის შეუსაბამო დეტალები, რომლებზეც აბდალაძე თავის ჩვენებაში ჰყვებოდა, შეეხებოდაგარკვეულ წლებსა და ფაქტობრივ უზუსტობებს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, არცერთმა ადვოკატმა ამ საპროცესო შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რადგან პირადად მას მიაჩნდა, რომ უნდა ჩატარებულიყო სასამართლო გამოძიება და საპროცესო შეთანხმება პატიმრებს ზეწოლის ქვეშ, აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ დააწერინეს. გამოძიება ბრალდებულების საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას ერთ კვირაში მიიღებს.