თურქმა და სომეხმა ბიზნესმენებმა შეთანხმება გააფორმეს ქიშპის მიუხედავად

ერევანში დღეს თურქეთის და სომხეთის ბიზნესმენებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რათა ხელი შეუწყონ ორმხრივ ვაჭრობას და ტურიზმს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა ნორმალიზების ჩიხში ყოფნის მიუხედავად. შეთანხმება, ცნობით, საფუძველია სამომავლო ურთიერთობისთვის, თუკი ორ ქვეყანას შორის საზღვრები გაიხნა. საქონელბრუნვა მიუხედავად უშუალო მიმოსვლის უქონლობისა, ორ ქვეყანას შორის წლიურად, 250 მილიონ დოლარს აღწევს.