საქართველოს ესტუმრა პოლონეთის პრეზიდენტი

საქართველოში იმყოფება პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, რომელიც დღეს ბათუმში შეხვდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს. ხვალ პოლონეთის პრეზიდენტი თანმხლებ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისში მიიღებს მონაწილეობას საქართველო-პოლონეთის ბიზნეს-ფორუმში. ხვალვე დაგეგმილია ბრონისლავ კომოროვსკის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის წარმომადგენლებთან. პოლონეთის პრეზიდენტი, რომელიც საქართველომდე აზერბაიჯანში იმყოფებოდა, თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.