აშშ-ში იმყოფება ირაკლი ალასანია

აშშ-ში იმყოფება ”თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ალასანია შეხვდება სენატორებს ლიბერმანს, მაკკეინსა და ბარტონს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს რუბინს და აშშ-ის უშიშროების საბჭოსა და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ”თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ალასანია ისაუბრებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და არჩევნებისა და მედიის პრობლემებზე, მათ შორის ”ფოტორეპორტიორების საქმეზე”