თამთა ლიპარტელიანის ოჯახის წევრები ოსლოში ჩავიდნენ

ნორვეგიაში გასულ პარასკევს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქის თამთა ლიპარტელიანის ოჯახის წევრები დღეს ოსლოში ჩავიდნენ. როგორც მშობლები აცხადებენ, თამთა ლიპარტელიანის მოძებნას თავად შეეცდებიან ქართველი დიპლომატების დახმარებით. შეგახსენებთ, რომ თამთა ლიპარტელიანი იმყოფებოდა კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც 32 წლის ანდერს ბრეივიკმა გასულ პარასკევს მოკლა 68 ადამიანი.