პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს

პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს. თბილისიდან გამგზავრებამდე ბრონისლავ კომოროვსკი ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. მანამდე პოლონეთის პრეზიდენტი დაესწრო ბიზნეს-ფორუმს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნა. სამშაბათს ბრონისლავ კომოროვსკი იმყოფებოდა ბათუმში, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.