მოკლეს დაღესტნის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი
მახაჭყალაში დღეს მოკლეს დაღესტნის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი გარუნ ყურბანოვი და მისი მძღოლი. პოლიციის ცნობით, უცნობმა პირებმა დაცხრილეს მანქანა, რომლითაც ჩინოვნიკი გადაადგილდებოდა. მიმდინარეობს გამოძიება.