ჟურნალისტები სატელევიზიო ანძის გასხვისების გადავადებას ითხოვენ

ჟურნალისტები ანძის გასხვისებასთან დაკავშირებით აქციას ჩაატარებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ ითხოვენ ტენდერის გადავადებას, აუქციონის პირობების მეტ გამჭვირვალეობას და მედია საშუალებებისათვის ტარიფების შენარჩუნებას. სამინისტროს ასევე შუამდგომლობით მიმართვს კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის".