ერაყში აფეთქებებმა 12 ადამიანი შეიწირა

ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, დღეს ორი ბომბი აფეთქდა ქალაქ ტიკრიტში, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 12 და დაიჭრა 30-მდე ადამიანი. აფეთქებები მოხდა ადგილობრივ ბანკთან, სადაც პოლიციელები და ჯარისკაცები იყვნენ მისული ხელფასების ასაღებად. პოლიციის ცნობით, ჯერ დანაღმული ავტომაქანა აფეთქდა, შემდეგ კი, როცა ადგილზე სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად მივიდნენ, თავი აიფეთქა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. ძალადობაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.