პაკისტანში 11 ადამიანი იმსხვერპლა ეთნიკურმა ძალადობამ

კარაჩის ხელისუფლების ინფორმაციით 11 ადამიანი იმსხვერპლა ძალადობამ, რომელიც ივლისიდან გრძელდება პაკისტანში. ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი ძალადობის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ადამიანი დაიღუპა. პაკისტანის ხელისუფლებამ დამატებითი პოლიციური ძალები გაგზავნა ქალაქში, თუმცა საქმეს ვერც ეს შველის. ხელისუფლება ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებს მუტაჰიდა ყაუმის, ავამის ნაციონალური პარტიის მოქიშპე მოძრაობას, რომელიც ცნობილია სისხლიანი ქმედებებით.