გაეროს ოფისთან აქცია ”მე-ც დევნილი ვარ” გაიმართება

დღეს თბილისში, გაეროს ოფისთან აქცია ”მე-ც დევნილი ვარ” გაიმართება. აქციის მონაწილეები საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას დევნილთა დროებითი ჩასახლების ადგილებიდან გასახლების კანონდარღვევების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. დაგეგმილია წერილობითი მოთხოვნებისა და პრეტენზიების გადაცემაც.