უკრაინაში დააპატიმრეს იულია ტიმოშენკო

უკრაინის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს. ტიმოშენკოს ასამართლებენ ბრალდებით, რომელიც უკავშირდება რუსეთთან 2009 წელს გაზით მომარაგების სფეროში გაფორმებულ კონტრაქტებს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას შესაძლოა, პოლიტიკაში საქმიანობა აუკრძალონ, ან პატიმრობა მიუსაჯონ.